შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, რამდენიმე სამართალდამცველი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა
13.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში, რამდენიმე სამართალდამცველი ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა უქიმერიონის ადმინისტრციული ერთეულის ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, საჭესთან მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდამცავებს სიგნალი მისცა, ამ უკანასკნელებმა კი მამაკაცი მანქანიდან გადმოიყვანეს და ცემით ქალაქის პოლიციის N5 განყოფილებაში შეიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე სამართალდამცველი სცემდა.
შინაგ საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავების მხრიდან მამაკაცის ცემის ფაქტი არ დაადასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულზე საქმე 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.