შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წიგნის ,,მოგზაურობა ოლიმპიეთში’’ პრეზენტაცია იმერეთის რეგიონში შედგა
17.10.2015
უკან დაბრუნება
ოლიმპიური საყმაწვილო ენციკლოპედიური საკითხავი წიგნის ,,მოგზაურობა ოლიმპიეთში’’ პრეზენტაცია იმერეთის რეგიონში შედგა. წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი პატრონაჟით გამოიცა, ძველი და ახალი ოლიმპიური თამაშების შესახებ საინტერესო და სახალისო ამბებს ასახავს. შეხვედრის შემდეგ 400 ცალი წიგნი იმერეთის რეგიონის ყველა საჯარო სკოლასა და ბიბილიოთეკას საჩუქრად გადაეცა. პრეზენტაციას იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.