შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კონფერენცია ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები" ქუთაისში
09.06.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში კონფერენცია სახელმწოდებით ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები" გაიმართა. შეხვედრაზე ქუთაისის განვითარების სტრატეგია „ქუთაისი 2020“ წარადგინეს, რომელზეც ქალაქის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. დღესვე გაიმართა დისკუსია , განიხილეს ქალაქების როლი ეროვნულ და რეგიონულ განვითარებაში, ასევე მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა და ერთობლივი პროდუქტები. კონფერენციის დასასრულს ხელი თვითმმართველ ქალაქებს შორის მემორანდუმს მოეწერა, რომელიც ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.