შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა
09.06.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით, ქუთაისში პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა,რომლის ფარგლებშიც მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა . გაიმართა გამოფენაც, სადაც საკუთარი პროგრამა საქართველოს მაშტაბით მოქმედმა 20-ზე მეტმა პროფესიულმა სასწავლებელმა წარმოადგინა.გამოფენა აბიტურიენტებმაც დაათვალიერეს. ფესტივალს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფესტივალი პროფესიული განათლების პოპულარიზაციას,მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, და სხვადასხვა პროფესიების,პროგრამებისა და კოლეჯების შესახებ ინფრმაციის მიწოდებას ისახავს მიზანად. საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია 2013 წელს დაარსდა.