შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ამაღლებას აღნიშნავს
09.06.2016
უკან დაბრუნება
მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. აღდგომიდან მე-40 დღეს უფალი გამოეცხადა მოციქულებს იერუსალიმში,წაიყვანა ისინი ზეთისხილის მთაზე და უბრძანა არ გასულიყვნენ იერუსალიმიდან სანამ მთაზე სულიწმინდა არ გადმოვიდოდა, აღმართა ხელი,აკურთხა მოციქულები და დაიწყო მათგან ამაღლება.საბოლოოდ ბრწყინვალე ღრუბლებმა დაფარა იესო ქრისტე მოციქულთა თვალთაგან.მოციქულებმა თაყვანი სცეს ამაღლებულ უფალს და დაბრუნდნენ იერუსალიმში. დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.