შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქი აღარ არის
17.10.2015
უკან დაბრუნება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის მონაცემებით ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქი აღარ არის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს ”დემოკრატიისა და სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის” პრეზიდენტმა მიაწოდა.გიგა შუშანიას განმარტებით 2013 დან 2014 წლამდე ქუთაისის მოსახლეობა 48 ათასით შემცირდა.მეორე ადგილი კი მოსახლეობის რაოდენობით ბათუმმა დაიკავა.მისივე თქმით ამის მიზეზად საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა შეიძლება ჩაითვალოს,რადგან ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის ინიციატივამ ინვესტორებში ქალაქისადმი ინტერესის დაკარგვა გამოიწვია.საქსტატის მონაცემებზე შუშანიამ განცხადება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააკეთა.