შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შეხვედრა სკოლის დირექტორებთან
08.06.2016
უკან დაბრუნება
, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები სკოლის დირექტორებს შეხვდნენ. მათ სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს და გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადეს. ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასული სასწავლო წლის მანძილზე საჯარო სკოლებისათვის რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროგრამა განახორციელა. სხვადასხვა სკოლებს დაუფინანსდა გარე ფასადის სამუშაოები და სპორტული მოედნების მოსაწყობად წარმოდგენილი პროექტები. ამასთან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით სკოლებთან სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები და საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. მიმდინარე წელს საერთაშორისო კონკურსებსა და ოლიმპიადებზე ქუთაისის მოსწავლეების დაფინანსების კუთხით ქუთაისის მერიამ 100 მდე სკოლის მოსწავლე დააფინანსა.