შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როდის იქნება ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგება?
08.06.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქ. ქუთაისში წყალმომარაგების ქსელის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს. პროექტი სატუმბი სადგურების, რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოები, დღეს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო, 2018 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში, 200 - მდე ადამიანია დასაქმებული.