შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტრადიციული განცხადებები პარლამენტში
08.06.2016
უკან დაბრუნება
ოთხშაბათის სესია დღეს ტრადიციულად განცხადებებით დაიწყო,საპარლამენტო ტრიბუნა ,,თავისუფალი დემოკრატების ,, წევრმა ზურაბ აბაშიძემ საარჩევნო გარემოს , წინა საარჩევნო კამპანიის შეფასებას და ვიზალიბერალიზაციის პროცესს დაუთმო.განცხადების ფორმატში გადაუხადა მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ,,ქართული ოცნების,, დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ ვანის მუნიციპალიტეტში ახალი სამედიცინო ცენტრის გახსნის გამო . ლორთქიფანიძის განმარტებით რომ არა ხელისუფლების კეთილი ნება , ვანში კლინიკის მშენებლობა გარკვეული ვადით გადაიწეოდა.ახალი პოლიტიკური ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებს გამოეხმაურა და პრემიერთან და ექსპრემიერთან შეხვედრის ინიციატივა ეკონომიკურ კრიზისების დაძლევასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააჟღერა.