შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროგრამა ,,ქართული ჩაი,, ჭიათურის მუნიციპალიტეტში
02.06.2016
უკან დაბრუნება
იმერეთის რეგიონში პროგრამა ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში კოოპერატივმა ,,ხავერდოვანი ჩაი“ დაფინანსება მიიღო და 10,50 ჰა მიწის ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტირებას მოახდენს. საქართველოს მასშტაბით აღნიშნული კოოპერატივი პირველია, რომელმაც პროგრამის ეგიდით დაფინანსება მოიპოვა. კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“ პროგრამაში 2016 წლის 18 მაისს ჩაერთო და 10,50 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 25,725 ლარს შეადგენს. მას შემდეგ რაც რეაბილიტირებული პლანტაცია სრულ მსხმოიარობაში შევა , სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი გადამუშავების ყველა საჭირო ინვენტარი. პროგრამა ,,ქართული ჩაის“ მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.კოოპერატივი იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა დაათვალიერეს