შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბავშვთა დაცვის დღის ისტორია
01.06.2016
უკან დაბრუნება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს 1949 წლიდან ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის ინიციატივით აღინიშნება,რომელსაც1950 წლიდან ყველა ქვეყანა შეუერთდა.მისი მიზანი მსოფლიო საზოგადოების აზრის მობილიზება და ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დაცვა იყო.ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის დაწესება 1925 წლის მოვლენას უკავშირდება.ამ წლის 1 ივნისს სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა ჩინელი ობოლი ბავშვებისთვის ზეიმო მოაწყო,ეს დღე კი ჟენევაში მიმდინარე ბავშვთა კონფერენციას დაემთხვა.იქედან მოყოლებული ეს დღე 1 ივნისს მთელს მსოფლიოში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული ბავშვის მომავალი.