შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმ.ნინოს ხსენებას აღნიშნავს
01.06.2016
უკან დაბრუნება
დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმ.ნინოს ხსენებას აღნიშნავს. ღვთისმშობელმა რომელიც წმინდა ნინოს სიზმარში გამოეცხადა უფლება მისცა საქართველოში ექდაგა.ვაზის ჯვრით შემოვიდა წმინდანი ქვეყანაში და ქალაქ მცხეთაში დასახლდა.ქადაგებდა და ლოცვებით კურნავდა სნეულებს.წმინდანმა ქრისტეს რჯულზე მოაქცია მეფე მირიანი და ნანა დედოფალი.შემოიარა საქართველოს სხვა კუთხეებიც და მიიცვალა კახეთში.იმ ადგილას,სადაც წმინდა ნინო გარდაიცვალა მეფე მირიანმა აღაშენებინა წმ.გიორგის სახელობის ტაძარი .შემდეგში აქ დაარსდა ბოდბეს ეპარქია.წმ.ნინოს საფლავი ამ მონასტერში მდებარეობს.ტაძრებში დღეს სადღესასწაულო წირვა აღევლინა.წმ.ნინოს ეკლესია წელიწადში 2 ჯერ იხსენებს.