შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იპოთეკით დაზარალებულებმა ირაკლი აბაშიძის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს
16.10.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში იპოთეკით დაზარალებულებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი აბაშიძის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. იპოთეკით დაზარალებულები ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში დაზარალებულების ნაწილი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა და მათი რიცხვი უფრო მატულობს. დაზარალებულები ხელისუფლებისგან მათ დასახმარებლად დროული გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობა უკვე აღდგენილია.