შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალაქის პირველი პირები მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს სტუმრობდნენ
01.06.2016
უკან დაბრუნება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქის პირველი პირები მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრს სტუმრობდნენ.მათ დღის ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული ,ხოლო ბიბლიოთეკისთვის წიგნები გადასცეს. საჩუქრები ააიპ კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებამ, გვირილობის დღესასწაულზე საქველმოქმედო აქციდან შეგროვილი თანხებით შეიძინა. დღის ცენტრში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ღონისძიება გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "world vision''-ის ორგანიზებით, მიუსაფარი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის ქუთაისში დღის ცენტრი 2015 წლის აპრილში გაიხსნა. შენობა კი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ "world vision''-ს უსასყიდლოდ გადაეცა. დღის ცენტრის მომსახურებით ამ დროისათვის 20 ბენეფიციარი სარგებლობს.