შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მხარის პირველი პირები თერჯოლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ
01.06.2016
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციამ თერჯოლის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების მონიტორინგი განახორციელა. მხარის პირველმა პირებმა ღვანკითი-ტელეფა-რუფოთის რეაბილიტირებული გზა მოინახულეს. 3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 417 262 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული მონაკვეთი ერთმანეთთან 10-ზე მეტ სოფელს აკავშირებს და ამ დრომდე სრულად ამორტიზებული იყო. მონიტორინგის ფარგლებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოფელ ზედა ალისუბნის ახლადაშენებული საბავშვო ბაღიც დაათვალიერეს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 221 693 ლარით არის დაფინანსებული. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ სოფელში პირველად დაიწყო ფუნქციონირება და იგი 55 ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღში 19 ადგილობრივია დასაქმებული. დღესვე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში გასვლითი რეგიონული თათბირი გაიმართა. მხარეებმა იმერეთის რეგიონული სამსახურების უფროსებისგან 2016 წელს სხვადასხვა სფეროებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების საკითხს დაეთმო. ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ იმერეთის ორგანიზაციის დირექტორის დავით ჯაიანის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონში 1300 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა განხორციელდა და 12 700 აბონენტს მიეწოდა ბუნებრივი აირი. 2016-2017 წლებში კი დამატებით 20 000 ოჯახი გაზიფიცირდება. რეგიონულ თათბირზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს,