შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საინფორმაციო აქცია ერთად ვებრძოლოთ ძუძუს კიბოს
16.10.2015
უკან დაბრუნება
ჯანმრთელობის ცენტრ ჰერასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ქუთაისის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო სახის აქცია ”ერთად ვებრძოლოთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ” ოქტომბერი მსოფლიოში ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის თვედ მიიჩნევა ვარდისფერი ოქტომბრის სახელით სხვადასხვა ქვეყნებში მთელი რიგი აქტივობები ეწყობა,ორგანიზატორებმა ჯანმრთელობის ცენტრ ჰერას სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობის შესახებ,მათი განმარტებით დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა სიცოცხლის შენარჩუნების გარანტია.ჰერაში მიმდინარეობს სარძევე ჯირკვლის უფასო სკრინინგი 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალბატონებისათვის და უფასო კონსულტაცია სპეციალისტთან.