შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



”ახალი საქართველოს” დასკვნითი ნაწილი ქუთაისში გაიმართა
30.05.2016
უკან დაბრუნება
ინოვაციებისა და განვითარების ფონდის პროექტის ”ახალი საქართველოს” დასკვნითი ნაწილი თბილისის,ბათუმის და გორის შემდეგ ქუთაისში შედგა. პროექტი "უორლდ კაფის"-ის სტილისაა და მასში მონაწილე ადამიანები- სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები 5 ძირითადი პრობლემიდან გამოსავლის ძიებისთვის მსჯელობენ. მათ შორის დეოკუპაციაზე, ევროპასთან ინტეგრაციასა და შიდა რაიონში არსებულ პრობლემებზე. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიცნოს ერთმანეთი და თავიანთი მსჯელობით გადაწყვიტონ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. პროექტის ბოლო საფეხურს დოკუმენტის დამზადება წარმოადგენს, რომელშიც გადმოცემული იქნება აღნიშნული პრობლემების გადაჭრის ყველა შესაძლო გზა. დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის, მათ შორის სახელმწიფო პირებისთვისაც.