შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გამოაცხადებს თუ არა ინტერპოლი ძებნას გიგა ოთხოზორიას მკვლელზე
27.05.2016
უკან დაბრუნება
საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ხურჩის ინცინდენტის დროს მოკლულ გიგა ოთხოზორიას საქმეზე რუსი სამხედროზე ძებნა ინტერპოლმა უნდა გამოაცხადოს. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ეს მხოლოდ ქართული მხარის ინტერესში არ შედის. საკითხთან დაკავშირებით დღეს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ისინი ბოიკოტის ნიშნად საკანონმდბელო ორგანოში არ იმყოფებოდნენ. ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში ინტერპოლის ჩართვის საკითხი საქართველოს მთავარმა პროკურორმა დააყენა.