შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კალათბურთში საქართველოს ჩემპიონი "ქუთაისი 2010” გახდა
27.05.2016
უკან დაბრუნება
კალათბურთში საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ცნობილია. აღნიშნული ტიტული საკალათბურთო კლუბმა "ქუთაისი 2010"-მა მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონის ვინაობა ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს "ქუთაისი 2010" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა სტუმრების დამარცხება შეძლეს ანგარიშით 76:71. საქართველოს ჩემპიონებს თასი და მედლები ქუთაისის მერმა გადასცა.