შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
26.05.2016
უკან დაბრუნება
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს,რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს,კვირას ნაშუადღევს 17 საათსა და 10 წუთზე,გოლოვინის,დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში,საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. თავმჯდომარედ კი ნოე ჟორდანია აირჩიეს.ამავე დღეს მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი” საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.