შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალგაზარდული პრიორიტეტები 16.02.24
16.02.2024
უკან დაბრუნება
 
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება;
ახალგაზრდები და ევროკავშირი


პროექტი ხორციელდება  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის"  ფარგლებში  - ტელე-რადიო კომპანია „რიონის" ეთერში გავიდა გადაცემა „ახალგაზრდული პრიორიტეტები". 
მოწვეულმა სტუმრებმა - ნოდიკო ცუცქირიძემ (ახალგაზრდული ცენტრის წევრი, „ევროპელი ელჩები"),თაკო ცეცხლაძემ   (ახალგაზრდული ცენტრის წევრი),  ნიკოლოზ ბუკიამ (ახალგაზრდული ცენტრის წევრი, „ევროპელი ელჩები")  -  ისაუბრეს ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების შესახებ; ასევე გადაცემის სადისკუსიო თემა იყო „ახალგაზრდები და ევროკავშირი". 
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების ნაწილში, როგორც მოწვეული სტუმრების მიერ აღინიშნა, მნიშვნელოვანი იყო საზაფხულო სკოლის მონაწილეებისთვის ჩატარებული ტრენინგები, სადაც  ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ბიზნეს იდეის შემუშავების ინოვაციურ მეთოდებზე. ასევე, თუ როგორ უნდა მოახდინონ ბიზნეს იდეების გენერირება  ქართველი და უცხოელი მეწარმეების გამოცდილების გაზიარებით. 
გადაცემის მონაწილეებმა, ასევე გამოკითხულმა რესპოდენტებმა, ხაზი გაუსვეს რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება ევროინტეგრაციის საკითხებზე, მათი ცნობიერების ამაღლება დასავლური ღირებულებებისა და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ.  გამოიკვეთა, რომ  ამ კუთხით „ევროპელი ელჩები" იყვნენ თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგის მონაწილეები. გადამზადების შემდეგ მათ თავად ჩაუტარეს თანატოლებს ტრენინგები, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროპული ფასეულობებისა და იმ სიკეთეების შესახებ, რასაც საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია მოუტანს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი.
გადაცემათა ციკლი  შექმნილია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია ანგარიშვალდებული