შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დამოუკიდებლობის დღეს რამდენიმე გამოფენა მიეძღვნა
26.05.2016
უკან დაბრუნება
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა გამოფენა გაიმართა.ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ფილიალმა სამხატვრო სკოლამ 26 მაისის თემაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები გამოფინა,ხოლო ფოტო კინო მატეანეს მუზეუმმა დამოუკიდებლობამდე განვლილი გზის ამსახველი ფოტო-ნამუშევრები წარმოადგინა. კიდევ ერთი გამოფენა მონ პლაზირის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა,სადაც პატიმართა ნამუშევრები გამოიფინა.15-მდე მსჯავრდებულის ნამუშევრები ძირითადად რელიგიური თემატიკის იყო.