შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი თოფაძემ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობაზე გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება არ ისურვა
25.05.2016
უკან დაბრუნება
ერთი კაცი მოკვდა, კი, ქართველია, ძალიან საწყენია, მაგრამ ამ დონეზე ატანა, აყვანა არ მგონია დღეს საჭირო იყოს, - ამის შესახებ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას ”მრეწველების” ლიდერმა გოგი თოფაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის პოლიტიზირება არ შეიძლება.დღეს საკანონმდებლო ორგანოში თოფაძემ საკუთარი განცხადების განმარტება არ ისურვა და კომენტარი არ გააკეთა, თუმცა მრეწველების ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ მისი კოლეგა მსგავს განცხადებას არ გააკეთებდა. თოფაძის განცხადება დეპუტატებმაც შეაააფასეს