შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნატო ქათამაძე დროებითი კომისიის თავმჯდომარედ გია ქობალიანის დანიშვნას აპროტესტებს
25.05.2016
უკან დაბრუნება
საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე დროებითი კომისიის თავმჯდომარედ გია ქობალიანის დანიშვნას აპროტესტებს.
ქათამაძის განცხადებით კომისიის შექმნის იდეა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების კანონიერების საკითხი უნდა გაერკვია მას ეკუთვნის.
მისივე განცხადებით 2016 წლის 24ი მარტის ბიუროს სხდომაზე მოწონებული იყო ქათამაძის იდეა და კომისიის თავმჯდომარედ გია ქობალიანი დაინიშნა.
ქათამაძე მიიჩნევს, რომ გია ქობალიანი ვერ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.