შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ტელეკომპანია "რიონს" სტუმრობდნენ
25.05.2016
უკან დაბრუნება
საქართველოში მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებს პროფესიის არჩევაში დაეხმაროს.
მოსწავლეებს უტარდებათ გაკვეთილები და ექსკურსიები სხვადასხვა დაწესებულებაში.
დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისისა და სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლების მოსწავლეები ტელეკომპანია რიონს სტუმრობდნენ, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს მედიაორგანიზაციის შესახებ და ტელევიზიის შიდა სამზარეულოს გაეცნენ.