შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



”მიიღე მონაწილეობა მართვაში-3მ”-სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
25.05.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტომ პროექტის ”მიიღე მონაწილეობა მართვაში-3მ” ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა.მიზანია ადგილობრივი თვითთმმართველობის კოდექსში არსებულ საკანონმდებლო სიახლეებსა და იმ ტექნიკურ დეტალებზე შეჯერება, რაც აუცილებელია ამ ცვლილებების პრაქტიკაში განსახორციელებლად. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ არის დაფინანსებული და მას იმერეთის მხარეში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს.