შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლევან ბერძენიშვილს ”საპატიო ზასტაველის” ტიტული მიენიჭა
16.10.2015
უკან დაბრუნება
პარლამენტის წევრს ლევან ბერძენიშვილს ,,საპატიო ზასტაველის,, წოდება მიენიჭა.ტიტულის დამადასტურებელი სიგელი მას დღეს გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ პირადად გადასცა.ზასტაველობა 11 ოქტომბერს გაიმართა.საპატიო ზასტაველად გია ხაბაზი,სიმონ არველაძე,ნანა ძიძიგური,ელგუჯა ხაზარაძე და შალვა კირთაძე დასახელდნენ.ლევან ბერძენიშვილი 11 ოქტომბერს საქართველოში არ იმყოფებოდა ამიტომ შეხვედრა უმრავლესობის დეპუტატთან დღეს გაიმართა.საპატიო ტიტული მას გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ მიულოცა.შეხვედრას 23-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ”ევრო ინტეგრაციისა” და ”იმედის” წევრები დაესწრნენ.