შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ გამოდიან
23.05.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ადგილობრივი თვითმმართველობის წინააღმდეგ გამოდიან. როგორც გაერთიანების ხელმძღვანელის უკვე ყოფილმა მოადგილემ მაკა ნაცვლიშვილმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ასევე გათავისუფლებულმა კოორდინატორმა ქეთი დეისაძემ განაცხადეს, მათი სამსახურიდან დათხოვნა კანონს არ შეესაბამება. ისინი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში შეეცდებიან, ჟურნალისტებთან საუბრისას კი ეს პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. ბაგა-ბაღების გაერთიანებიდან მმართველის 2 მოადგილე და საზოგადოებასთნ ურთიერთობის კოორდინატორი გაათავისუფლეს, გაერთიანების ხელმძღვანელი ბრალდებებს უარყოფს და გადაწყვეტილებას რეორგანიზაციას უკავშირებს.