შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ,ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნო
23.01.2023
უკან დაბრუნება
თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ,ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს.