შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამოქალაქო ინიციატივა – „გაუზიარე სინათლის“ ფარგლებში, 8 დღის განმავლობაში, უკრაინაში გასაგზავნად 200 მცირე გენერატორის თანხა შეგროვდა
07.12.2022
უკან დაბრუნება
სამოქალაქო ინიციატივა – „გაუზიარე სინათლის“ ფარგლებში, 8 დღის განმავლობაში, უკრაინაში გასაგზავნად 200 მცირე გენერატორის თანხა შეგროვდა. კამპანიის ორგანიზატორების თანახმად, 8 დღის განმავლობაში ფული 1176 საქართველოს მოქალაქემ გადარიცხა, 9 ადამიანმა გენერატორი პირადად მიაწოდა, რაც უკვე 200 გენერატორია. რესურსების მოსაგროვებლად და გენერატორების საყიდლად კამპანია 12 დეკემბრამდე გრძელდება. მასში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ თანხა შესაბამის ანგარიშზე გადარიცხონ. შეგროვებული გენერატორები კი კიევში 24 დეკემბრამდე ჩავა. საქართველოდან გაგზავნილ გენერატორებს კიევში არასამთავრობო ორგანიზაცია მიიღებს, რომელიც მათ ყველაზე დაზარალებული უბნის 100 სადარბაზოს მიაწოდებს.