შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას ისევ უმოქმედობაში ადანაშაულებს, საუბრობს ინსტიტუციების მოშლასა და 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ვერ სრულდება
24.11.2022
უკან დაბრუნება
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას ისევ უმოქმედობაში ადანაშაულებს, საუბრობს ინსტიტუციების მოშლასა და 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ვერ სრულდება. პრეზიდენტი დღეს მართლმსჯულების რეფორმის შესახებ შეხვედრას დაესწრო. მესამე სექტორის წარმომადგნლებსა და ოპოზიციასტან ერთად. მათთვის პოლარიზაციის დასრულების ხაზი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე გადის, თუმცა ზურაბიშვილი ამ საკითხზე დასმულ კითხვებს დუმილით ხვდება. ზურაბიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ამ ინსტიტუტების პატივისცემა გაგვაჩნია. მეტიც, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პრინციპი ქვეყანაში არ არსებობს და ამბობს, რომ საქართველოში ის მდგომარეობა გვაქვს , თითქოს სახელმწიფოდ ახლა ვიბადებით.