შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სპეციალური ოპერაციების ძალების 23 წლის იუბილეზე ახალი ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
24.11.2022
უკან დაბრუნება
სპეციალური ოპერაციების ძალების 23 წლის იუბილეზე ახალი ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების დანაყოფი 23 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა. სპეციალური ოპერაციების ძალებს იუბილე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს. მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალები მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება 3 ძველი შენობის რეაბილიტაცია.