შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მმართველი გუნდის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია
13.05.2016
უკან დაბრუნება
მმართველი გუნდის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძეს ”ქართული ოცნების” ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი ჯერ არ მიუღია. პარტია ”ქართული ოცნების” წევრი აღნიშნულის გამო უკმაყოფილოა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, უკვირს, რატომ დააგვიანეს მოსაწვევის გაგზავნა. , ნიშნიანიძემ არ გამორიცხა, რომ ყრილობა ხვალ საერთოდ არ გაიმართოს, რის მიზეზადაც პარლამენტში ”ბევრი საქმე” დაასახელა. დეპუტატი ჟურნალისტებთან საუბრისას ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიის საკითხსაც გამოეხმაურა. ”ქართული ოცნების” ყრილობის ჩატარება 14 მაისს, 16:00 სააათზეა დაგეგმილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, ყრილობის გადადების საკითხი არ განიხილება.