შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს
13.05.2016
უკან დაბრუნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს. ამის შესახებ თავად მეჭიაურმა განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. მეჭიაურის თქმით, მას ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან და შეთანხმდნენ, რომ უფრო ვრცლად პირისპირ შეხვედრისას ისაუბრებდნენ. თამაზ მეჭიაური ვარაუდობს, რომ აღნიშნული კონსულტაციები პრემიერ-მინისტრის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაიმართება, რომელიც ამჟამად ვიზიტით ლონდონში იმყოფება მეჭიაურის პარტიიდან შესაძლო წასვლას დეპუტატები ეხმაურებიან.