,,ასოციაციასთან ქალები რეგიონების განვითარებისათვის,, არსებული ,,ქალთა კლუბი’’ 15 წლისაა
13.10.2022
უკან დაბრუნება
,,ასოციაციასთან ქალები რეგიონების განვითარებისათვის,, არსებული ,,ქალთა კლუბი’’ 15 წლისაა.
თარიღთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო გაიმართა,რომელსაც მედიის, არასამთავრებო სექტორის და საზოგადოების წარომადგენლები ესწრებოდნენ.
იუბილეზე ქალთა კლუბის საქმიანობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.
ქუთაისის ქალთა კლუბი საქველმოქმედო, შემეცნებით სახელოვნებო და სხვა სახის მნიშვნელოვან აქტივობებს ახორციელებს.
საიუბილეო საღამოზე გასული საანგარიშო წელიც შეჯამდა ,რომელიც ნატო- ევროკავშირის წლად იყო გამოცხადებული, თავმჯდომარეს მარიკა ვაჭარაძეს კი წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
ქალთა კლუბს ყოველ მომდევნო საანგარიშო წელს ახალი თავმჯდომარე ჰყავს ,ტრადიცია არც ახლა დაირღვა და კლუბს ჟანა ბაბუნაშვილი უხელმძღვანელებს ,რომელიც გვპირდება ,რომ კლუბის საქმიანობა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას დაეთმობა.
კლუბს რამდენიმე ახალი და საპატიო წევრიც შეემატა.
მრავალკომპონენტიანი ღონისძიება უკრაინის მხარდამჭერი აქტივობებით დასრულდა.