შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა
12.05.2016
უკან დაბრუნება
ხმაური იყო პარლამენტში. ეკა ბესელიას და ჩიორა თაქთაქიშვილის დაპირისპირების გამო ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა. ოპოზიციონერი დეპუტატი ეკა ბესელიას ბაჩო ახალაიას საქმის გამო დაუპირისპირდა.ჩიორა თაქთაქიშვილმა სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა განეხილათ, სასამართლო რეფორმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ სასამართლო კრიზისში შეიყვანა. სხდომის წამყვანმა, ეკა ბესელიამ ჩიორა თაქთაქიშვილს რეგლამენტის დაცვა და მიკროფონის გამორთვა მოსთხოვა, თუმცა თაქთაქიშვილი მას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ბესელიამ სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ბესელიამ ამისათვის მანდატურებსაც მიმართა.