შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
12.05.2016
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.ამ დღის აღსანიშნავად,ყველა ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა. წმინდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა,ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული.მაცხოვრის პირველი მოციქული,პეტრე მოციქულის ძმა,საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა. წმ.მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.მის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს:12 მაისს და 13 დეკემბერსწ. 12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.