შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსეთში რეზერვში მყოფ პირებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა ოფიციალურად აეკრძალათ
26.09.2022
უკან დაბრუნება
რუსეთში რეზერვში მყოფ პირებს სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა ოფიციალურად აეკრძალათ. ამის შესახებ განცხადება როსტოვის ოლქის სამხედრო კომისარმა გააკეთა. მისი თქმით, ნებართვის მიღება შეუძლიათ მათ, ვინც მობილიზაციას არ ექვემდებარება. "ამ დროისთვის ნაზაროვის სამხედრო ოფისში მოქალაქეების ჯარში გაწვევის კრიტერიუმები დაწესებული არ არის. არ არსებობს ასაკობრივი, ან სხვა სახის შეზღუდვა ,მათ შორის, ფიზიკური მდგომარეობის კუთხით. შეზღუდვები არ გვაქვს, ყველა კატეგორიის ადამიანთან ვმუშაობთ," - აცხადებენ სამხედრო კომისარიატში. რუსული ფსბ-ს ინფორმაციით, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, შაბათი საღამოს მონაცემებით, ქვეყანა 261 000-მა კაცმა დატოვა.