შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა
26.09.2022
უკან დაბრუნება
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და „შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა“, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს. ამასთან, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვის დროს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს . მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი მუმლაძე კი აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებათნ ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლის თანახმადაც, მათ რიგებში სუს-ის აგენტი ჰყავთ. მუმლაძის თქმით, ნიკა მელია მეგობრების დანახვამ და ასევე მისმა ფეისბუქ-აქტივობამ გააღიზიანა და პროვოკატორი უწოდა, რასაც მისი მხრიდან სიტყვიერი პასუხი, მელიას გარემოცვიდან კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მუმლაძე ამბობს, რო, თუკი ვინმეს სურს "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა და ოლიგარქ ივანიშვილთან ბრძოლა, მელიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი უნდა დატოვოს. ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალურმა მოძრაობამ განცxადება გაავრცელა.