შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა
26.09.2022
უკან დაბრუნება
პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიური კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაზე სახელწოდებით „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეოლ კიუ ვანგმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში პროკურატურის ეფექტიან და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბების შესახებ ისაუბრა და უწყებასთან საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.