შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გრძელდება, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი კი სულ უფრო იზრდება
23.09.2022
უკან დაბრუნება
რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გრძელდება, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. ავტომობილების განსაკუთრებული სიმრავლეა რუსეთ-ფინეთის საზღვარზე. მედიის ინფორმაციით, ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას აპირებს. რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ვიზებს არც ჩეხეთი, ლიეტუვა და ესტონეთი გასცემს.