შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა
23.09.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრაინისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ჩვენი ქვეყნის წვლილს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთის მიერ, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. პრემიერმა გამოიყენა საერთაშორისო ტრიბუნა, რათა საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი ხალხისთვის მიემართა. თქვა, რომ ძალა ერთობაშია და ერთად უნდა აშენდეს საქართველო, როგორც თავისუფალი და ერთიანი ევროპული სახელმწიფო.