შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
22.09.2022
უკან დაბრუნება
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.დაკავებულის უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ტერორიზმში ბრალდებულს ბანკის შენობა იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით ჰქონდა დანაღმული და ის რეალურად საშიში არ იყო. ადვოკატების თქმით, მათ შესაძლოა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვონ. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ დაინტერესდნენ,არის თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნული დაკავებულის დაზიანებების შესახებ, რომელიც მან აყვანისას მიიღო. ამჟამად ნარსია ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და მას 5 ადვოკატი იცავს.