შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
22.09.2022
უკან დაბრუნება
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს. გათავისუფლებულია 215 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, „აზოვის“ პოლკის 108 მებრძოლი. ამის შესახებ BBC წერს. უკრაინული მხარის განცხადებით, ტყვეების გაცვლა თურქეთის პრეზიდენტის ჩარევით გახდა შესაძლებელი. ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის პოლკის 5 მეთაური ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩება, რაც პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო. უკრაინის პრეზიდენტი მათ უკვე ესაუბრა. უკრაინელი მებრძოლების გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთში დააბრუნეს 55 რუსი ტყვე, ასევე, უკრაინელი ბიზნესმენი, პუტინის ნათლიმამად წოდებული ვიქტორ მედვედჩუკი. ტყვეების გათავისუფლებას ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთის ტყვეობაში მყოფი ყველა უკრაინელი გადაარჩინოს.