შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



20 მაისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალა კონცერტი გაიმართება
12.05.2016
უკან დაბრუნება
20 მაისს ქუთაისის მერიის მოწვევით და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016“ ფარგლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალა კონცერტი გაიმართება. ქუთაისელ მსმენელს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს წარმოუდგენს. “Cross Over the World” პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკში გაიმართა.საღამოში მონაწილეობას ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით მიიღებს.