შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ფოტოხელოვან იური მეჩითოვის მასტერ კლასი ქუთაისში
06.05.2016
უკან დაბრუნება
მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში,ფოტოხელოვანმა იური მეჩითოვმა მასტერ კლასი ფოტოხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ჩაუტარა.მოწვეულ სტუმრებს მეჩითოვმა საკუთარი შეხედულებები და ცოდნა გაუზიარა.მასტერკლასზე დასწრება თავისუფალი იყო და მოსმენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. დღესვე ოპერის თეატრში იური მეჩითოვის ფოტოგამოფენა სახელწოდებით "საქართველო ორ-ორ სურათად" გაიმართება. იური მეჩითოვი თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია,არის ბევრი ფოტოგრაფიული პროექტის ავტორი,2012 წელს იყო კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე.