ლიბერთი ბანკსა და "ტელეკლინიკა - MyDoc"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში, უფროსი ასაკის მომხმარებლებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, მობილური კლინიკის მეშვეობით უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ. ლიბერთიმ, "ტელეკლინიკა - MyDoc"-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან ერთად, საპილოტე პროექტი გაზაფხულზე დაიწყო.