შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიმართა
24.06.2022
უკან დაბრუნება
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიმართა. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ახალი ნაბიჯი და ახალი ტომი უკრაინის ევროინტეგრაციის ისტორიაში. გუშინ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებას ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ყველა ლიდერმა ერთხმად დაუჭირა მხარი.