შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ომის 121-ე დღე
24.06.2022
უკან დაბრუნება
ომის 121-ე დღეს საოკუპაციო ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს. განუწყვეტლივ იბომბება ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანსკი. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალაქში უსაფრთხო ადგილი პრაქტიკულად აღარ არის დარჩენილი. უკრაინის ხელისუფლება ლისიჩანსკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. რთულია ვითარება სევეროდონეცკში, რომელზეც კონტროლის დამყარებას ოკუპანტები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები ხორციელდება ხარკოვის დასახლებულ რაიონებზეც. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ომის დაწყების დღიდან 34 530 რუსი სამხედრო მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.