შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„მოგვეცით სტატუსი“ ამ მოთხოვნით საქართველოს 2 პრეზიდენტი და 4 პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის 27 ლიდერს წერილს უგზავნის
22.06.2022
უკან დაბრუნება
„მოგვეცით სტატუსი“ ამ მოთხოვნით საქართველოს 2 პრეზიდენტი და 4 პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის 27 ლიდერს წერილს უგზავნის. წერილი გიორგი მარგვლაშვილმა დღეს ევროკავშირის ოფისში დატოვა. წერილზე ხელის მოწერაზე მმართველმა პარტიამ უარი თქვა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა, ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა. ევროკავშირისთვის მიმართვაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მმართველი პარტიის მიერ ხელისმოწერისგან თავის შეკავებას ოპოზიცია აფასებს. მათი თქმით, ქართულ ოცნებას აამდეც შეეძლო რეფორმების შესრულების მხრივ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც არ გააკეთა.